თავის ტვინის სიმსივნეები

თავის ტვინის სიმსივნეები

tavis-tvini-simsivneebi

თავის ტვინის სიმსივნეები

ყოველი 100.000 ადამიანიდან  30-40 -ში  ვლინდება თავის ტვინის სიმსივნეები. ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის სიმსივნეებთან შედარებით თავის ტვინის სიმსივნეების გამოვლინების თანაფარდობა უფრო ნაკლებია, თუმცა ამავე დროს მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევებში ცუდ შედეგებს იძლევა.

სიმსივნეები, რომელიც ყველა ასაკში ვლინდება, იყოფა კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებად. თავის ტვინის სიმსივნეები სქესის, მდებარეობის,  ზომების შესაბამისად სხვადასხვა ჩივილების და სიმპტომების მიზეზი შეიძლება იყოს.  ამათგან ყველაზე მთავარია:

  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა
  • ძილიანობისკენ გადახრილი მდგომარეობა
  • ქცევითი და პიროვნული ცვლილებები
  • ეპილეფსიის მსგავსი ბნედა და კრუნჩხვები
  • მხედველობის დარღვევები, თვალის სიელმე, გაორებული მხედველობა
  • სხეულის მარჯვენა და ან მარცხენა ნახევარში ძალის დაკარგვა, დაბუჟება
  • სახის დამბლა
  • ხმის ჩახლეჩა-ყლაპვის გაძნელება
  • სმენის დაკარგვა, ყურებში ხმაური, წონასწორობის დარღვევა
  • ხელის და  ფეხების ზომების მომატება, სახის ნაკვთების გაუხეშება
  • სარძევე ჯირკვლებიდან რძის გადმოსვლა
  • მენსტრუაციული ციკლის დარღვევა და მსგავსი ჰორმონალური ცვლილებები

თავის ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტიკის დროს ავადმყოფის ჩივილების და სიმპტომების შეფასების შემდეგ საჭიროების შესაბამისად ხდება კტ და მრტ  გამოკვლევები. ეს რადიოლოგიური გამოკვლევები საშუალებას იძლება თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზის 90% სიზუსტით დასმას. ადრეული დიაგნოსტიკა,  ისევე როგორც სხვა დაავადებების დროს, ამ შემთხვევაშიც  ძალიან მნიშვნელოვანია.  სიმსივნის ტიპის, სახეობის  დაზუსტების მიზნით აუცილებლად საჭიროა სიმსივნური ქსოვილიდან ნიმუშის აღება და გამოკვლევა, ნიმუშის აღება მარტივი ბიოფსიის და ან პირდაპირ სიმსივნის სრულად და ან დიდი ნაწილის ამოღების შემდეგ  ხდება.  თავის ტვინის  საშიშ ზონებში ლოკალიზებული  პატარა ან საშუალო ზომის სიმსივნეების სადიაგნოსტიკოდ არჩევანს სპეციალურ მეთოდებზე აჩერებენ ,   ეს არის დახურული ბიოფსია ( სტერეოტაქტიკური და ან  ნეირონავიგაციური ბიოფსია).

თავის ტვინის სიმსივნეების  რადიოლოგიური დიაგნოსტიკის შემდეგ ხუთი ძირითადი სამკურნალო მეთოდი არსებობს.  აღნიშნული მეთოდები ცალკე  და ან თანმიმდევრობით ხორციელდება.

  1. დაკვირვება- ნელა ზრდადი და ან   სავარაუდოდ არა-ზრდადი წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვანი სიმპტომის განვითარებას არ იწვევს, ძალიან პატარა და საეჭვო დაზიანებების შემთხვევაში,  აგრეთვე მაშინ, როცა  ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკურნალობის საშუალებას არ იძლევა,  უმჯობესია დაკვირვების მეთოდი.
  1. ქირურგიული მკურნალობა – თავის ტვინის სიმსივნეების უმრავლესობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგიულ მკურნალობას, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით. ამ დროს  შესაძლებელია კვლევისთვის როგორც ნიმუშის აღება, ასევე სიმსივნის ზემოქმედებით  განპირობებული სიმპტომების ალაგება ან შემცირება, ზოგ შემთხვევაში კი სიმსივნის საბოლოო მკურნალობის  მეთოდია.  სიმსივნის ზოგიერთი ტიპის დროს რადიოთერაპიის და ან ქიმიოთერაპიის საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დამხმარე მეთოდია. მხოლოდ ბიოფსიის მეთოდიც ქირურგიული ჩარევაა. ქირურგიული მკურნალობის წარმატება და რისკი, ავადმყოფის ასაკს, ზოგადი მდგომარეობის, თავის ტვინში სიმსივნის მდებარეობის,  ირგვლივ ქსოვილებთან  კავშირის და ან  ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორთან დაკავშირებით შეიძლება შეიცვალოს.
  2. რადიოთერაპია: თავის ტვინის ზოგიერთი სიმსივნის დროს სიმსივნის განვითარების და რეციდივის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება სხივური თერაპია. ეს არის ძირითადად 10-30 დღის შუალედში   ხანმოკლე  დღიური რადიოთერაპიის განხორციელება.  უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული თერაპია ქირურგიული მკურნალობის შემდეგ ხორციელდება.
  3. რადიოქირურგია: ზოგიერთი პატარა და საშუალო ზომის სიმსივნის დროს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თავის ტვინში საშიში ლოკალიზაცია აქვს, გამოიყენება სხივური თერაპიის მეთოდი, რომელიც ხშირად უზრუნველყოფს  ქირურგიული მკურნალობის საჭიროების მოხსნას, კეთდება 1-5 დღის შუალედში, უზრუნველყოფს რადიაციული დასხივების პირდაპირ სიმსივნეზე მიმართვას, ფოკუსირებას და ირგვლივ მყოფი ქსოვილების  დასხივების მინიმუმამდე დაყვანას,  დაზოგვას.   რადიოქირურგია გამა -დანის და კიბერ -დანის მსგავსი აპარატებით ხორციელდება. ეფექტურია ზოგიერთი ისეთი სიმსივნის დროს, როდესაც სიმსივნის სრული ამოკვეთა ვერ ხერხდება. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს  ძალიან დაბალი რისკით მაღალი ხარისხის წარმატების მიღებას. რადიოქირურგიულ მკურნალობაზე   მოთხოვნა მთელს მსოფლიოში  მატულობს.
  4. ქიმიოთერაპია: ეს მეთოდი გამოიყენება თავის ტვინის  ავთვისებიანი სიმსივნეების  დროს, რომელთაც ახასიათებთ რეციდივი, ეს არის მედიკამენტოზური თერაპია  და ხშირად რადიოთერაპიასთან ერთად  ხორციელდება. შეიძლება ითქვას, რომ  თავის ტვინის სიმსივნეების დროს განხორციელებული ქიმიოთერაპიული მკურნალობისას   გვერდითი მოვლენები უფრო ნაკლებად ვლინდება და აგრეთვე ადვილად გადაიტანება, ვიდრე  სხვა ორგანოების სიმსივნეების დროს განხორციელებული ქიმიოთერაპიული მკურნალობისას.

 ტექნოლოგიების განვითარების წყალობით დღეს თავის ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფრო დაბალი რისკის შემცველი და  მკურნალობის  წარმატების ხარისხი კი მაღალია, ვიდრე ეს ადრე იყო.

გაითვალისწინეთ, რომ  თავის ტვინის ყველა სიმსივნე ერთნაირი არ არის, ყველა მათგანი არ საჭიროებს მკურნალობას და არ არის ძალიან დიდი რისკის შემცველი.   სანამ ექიმისგან დეტალურ ინფორმაციას არ მიიღებთ, ნუ იფიქრებთ უარყოფითა

გლიალური სიმსივნეები (ასტროციტები)
    • გლიალური სიმსივნეები ტვინში მდებარე გლიალური უჯრედებიდან (ასტროციტებიდან) წარმოშობილ ფართო ჯგუფის სიმსივნეებს მოიცავენ. ტვინში წარმოშობილ მეორე ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეებს წარმოადგენენ. იმასთან ერთად, რომ იგი გვხვდება თითქმის ყველა ასაკსა და რეგიონში, მას უფრო ხშირად 30-40 და 60 წელს გადაცილებულ ასაკში ვხვდებით. თავის ტკივილის, კრუნჩხვების (ეპილეფსიის დროს განვითარებული გონების დაკარგვის, კრუნჩხვების მსგავსად), სხეულის ერთი მხარის დაბუჟების, ძალის დაკარგვის, ძილიანობის, მოქმედებების შენელების, ქცევისა და პიროვნულობის ცვლილებების, საუბრის დარღვევების მსგავსი სიმპტომებით ვლინდება.
    • ძირითად სადიაგნოსტიკო საშუალებას წარმოადგენს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია.
    • დაბალი და მაღალი ხარისხის მქონე ორ კლასად შეიძლება დავყოთ. ბოლო წლების მოლეკულურმა და გენეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სიმსივნის ეს ტიპი სხვადასხვა პაციენტებში სხვადასხვა გენეტიკურ მახასიათებლებს შეიცავს და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის სპეციფიკურ მიდგომებს მოითხოვს.
    • მაღალი კატეგორიის სიმსივნეები
      წარმოადგენენ საშიშ სიმსივნეებს, რომლებიც უფრო სწრაფად იზრდებიან და ადრეული ჩარევა თუ არ მოხდება სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. ვინაიდან მაღალი ხარისხის სიმსივნეებში რეციდივის შესაძლებლობა მაღალია, თუ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და სიმსივნის ზომა შესაფერისია, საჭიროა ოპერაციის შემდგომ რადიოთერაპია (სხივური თერაპია) და ქიმიოთერაპია (წამლის თერაპია) ჩატარდეს. ქირურგიული მკურნალობის მიზანია სიმსივნის მაქსიმალურად ამოღება პაციენტის კლინიკური სურათის დარღვევის გარეშე. პაციენტებში, სადაც ამის მიღწევა ხდება, შეიძლება შემცირდეს რეციდივის სიჩქარე და გაიზარდოს რეციდივის განვითარების დრო.
    • დაბალი კატეგორიის სიმსივნეები
      შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ და იგივე ზომაზე დარჩნენ ანდა ძალიან ნელა გაიზარდნონ. რადგანაც ამ სიმსივნეების უმრავლესობა თუნდაც ნელა, მაგრამ მაინც იზრდებიან, მაღალია ალბათობა ტვინში კრიტიკულ წერტილამდე მივიდნენ, ძალიან დიდ ზომებს მიაღწიონ და კიბოდ გადაიქცნენ, რის გამოც პირველ რიგში ქირურგიული ჩარევა არის საჭირო. ძალიან საშიშ ადგილას მდებარე, მცირე ზომის სიმსივნეების დროს უფრო იშვიათად ბიოფსიის შემდეგ შესაძლებელია რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია იქნეს გამოყენებული.
  • დღევანდელი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების წყალობით, როგორიცაა ინტრაოპერაციული MRI (MRI, რომლის გადაღებაც შეიძლება ოპერაციის დროს), ნეირონავიგაცია (ფლუორესცენტული ქირურგიული მიკროსკოპის, ულტრასონოგრაფია), ამ ტიპის სიმსივნეების ამოღება უფრო უსაფრთხოდ და უფრო წარმატებულად ხდება, ვიდრე ადრე.

ოპერაციის წინა MRI გამოსახულება



ოპერაციის მიმდინარეობისას გადაღებული MRI-სა და ოპერაციის შემდგომ გადაღებული MRI-ს გამოსახულებებში ჩანს რომ სიმსივნე სრულად არის ამოღებული.