ბიოგრაფია
ექ. პროფ. ჰაქან ემმეზ
დაიბადა 1974 წელს, ანკარაში.
1992 წელს – (TED) თურქეთის განათლების ასოციაციის ანკარის კოლეჯი დაამთავრა.
1993-1999 წლებში- გაზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროქირურგიის მთავარ დეპარტამენტში გაიარა რეზიდენტურის(ორდინატურის) საგანმანათლებლო კურსი.
2005 წელს- გაზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ექიმ სპეციალისტად დაიწყო მუშაობა, 2007 წელს კი- ასისტენტ პროფესორის (დოცენტის)თანამდებობაზე დაინიშნა.
2006-2007 წლებში სამხედრო ვალდებულება ესქიშეჰირის სამხედრო ჰოსპიტალში საჰაერო სამედიცინო ლეიტენანტის სახელით დაასრულა.
2012 წელს- იმავე ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის(დოცენტის) წოდება მიიღო.
2013 წელს- მიენიჭა ნევროლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
2014 წელს- წელს მიიღო ევროპის ნეიროქირურგიის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
ფლობს თურქეთის ნეიროქირურგიის კვალიფიკაციის სერტიფიკატს.
2018 წელს- მიიღო პროფესორის წოდება.
Royal Hallamshire ჰოსპიტალში (შეფილდი, ინგლისი), კაროლინსკის ინსტიტუტში (სტოკჰოლმი, შვედეთი), პიტსბურგის უნივერსიტეტში (პიტსბურგი, აშშ), ჩინეთში INI (პეკინი, ჩინეთი) ნეიროქირურგიის სხვადასხვა მიმართულებით მიიღო განათლება, ტრენინგი.
2004 წლიდან- დღემდე გაზის უნივერსიტეტის გამა დანის (Gamma Knife) რადიო-ქირურგიულ ცენტრში მუშაობს.
პროფ. ჰაქან ემმეზის ინტერესის სფერო, მთავარი მიმართულებებია: რადიოქირურგია (გამა დანა, კიბერ დანა- Gamma Knife, Cyberknife), ნეიროონკოლოგია და ნეიროვასკულური ქირურგია, სპინალური ქირურგია.
მას სამოცზე მეტი სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალებში.
ის არის თურქეთის ნეიროქირურგიული ასოციაციის, თურქეთის ხერხემლის ქირურგიის ასოციაციის, ევროპის ნეიროქირურგიული ასოციაციისა და ნეიროქირურგიული კონგრესის წევრი.
ის მუშაობდა TNDer– ის (თურქეთის ნეიროქირურგიის ასოციაცია) გამგეობის
წევრად, TNDer– ის ახალგაზრდა ნეიროქირურგიის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, TURNOG– ის დირექტორთა საბჭოს წევრად და TNDer– ის საკვალიფიკაციო საბჭოს თავმჯდომარედ.
6 წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ძირითადი(ბაზისური) ნეიროქირურგიის კურსის (IBNC) საორგანიზაციო კომიტეტში, შემდეგ კი დაინიშნა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად.
დაოჯახებული, ჰყავს ორი შვილი.