რადიოქირურგია

Cyberknife / კიბერ დანა | Gamma Knife / გამა დანა

რადიოქირურგია

Cyberknife / კიბერ დანა ეს არის სამკურნალო რადიო-ქირურგიული  აპარატი, რომელიც ხაზოვანი ასაჩქარებლის გამოყენებით  რენტგენის სხივების გარკვეულ  სამიზნე ლოკალიზაციაზე ფოკუსირებას უზრუნველყოფს.

გამა დანისგან განსხვავებით, კიბერ დანის დროს გამოიყენება ნიღაბი და არა ჩარჩო, მკურნალობისთვის შესაძლებელია  ერთზე მეტი სეანსის ჩატარება და მისი გამოყენება თავის გარდა  სხეულის სხვა ნაწილებზეც შეიძლება. იმის გამო, რომ თავზე ჩარჩოს დაფიქსირება არ ხდება, მკურნალობაზე სენსიტიურობა, მგრძნობელობა (<1 მმ) გამა დანის მსგავსი არ არის, თუმცა უზრუნველყოფს  მკურნალობის საიმედო დონეს  და ხარისხს.  CyberKnife -კიბერ დანით მკურნალობის პროცესიის დროს ხდება  გამოსახულებითი საშუალებებით სამიზნე ლოკალიზაციის ზუსტი დადგენა და გზამკვლევი სისტემისა და რობოტული სისტემის  კომპიუტერული კონტროლით გაერთიანება, კომბინაცია, ეს კი სიმსივნეების მაღალი ხარისხის მგრძნობელობით დასხივებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული რობოტული მოწყობილობა კოორდინაციას უწევს სისტემაში აღებული რადიოგრაფიული მონაცემებიდან  მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ადრე გადაღებული კტ გამოსახულებებიდან  ახდენს თავის ქალის სამგანზომილებიან რეკონსტრუქციას. ამასთანავე, რადიოქირურგიისთვის სრულად განახლებული რადიაციის წყარო ამ სისტემაში არის ინტეგრირებული.აღნიშნული რადიაციის წყარო საკმაოდ მსუბუქი, 6 MV ხაზოვანი ასაჩქარებელია და  რობოტის საშუალებით 6 სხვადასხვა კოორდინატის ღერძზე შეუძლია მოძრაობა. 2001 წელს მიღებული იქნა FDA ლიცენზია და სხეულის ყველა ნაწილზე გამოყენების საშუალება გახდა.

კიბერ დანამ- უფრო მეტი სამკურნალო სეანსის განხორციელება და უფრო დიდი მოცულობის სიმსივნეებზე რადიოქირურგიული მკურნალობის ჩატარება უზრუნველყო.

კიბერ-დანით სამკურნალო პროცედურა

მკურნალობის დაგეგმვა

მკურნალობის დაგეგმვის პროცედურა ავადმყოფისთვის საჭირო ერთი და ან მეტი 3 განზომილებიანი კტ/მრტ გამოსახულებების მიღებით იწყება. აღნიშნული გამოსახულებები აპარატის დაგეგმვის სისტემაში გადაეცემა და ექიმის მხრიდან ხდება სამიზნე მოცულობის/მოცულობების და რისკის ქვეშ მყოფი ორგანოების შეფასება.  დადგინდება განსახორციელებელი სამკურნალო დოზა და სისტემაში ჩაიტვირთება.

მკურნალობის განხორციელება

რადიოაქტიური სხივების გასწორების, მიმართულების მიცემის პროცედურა დაფუძნებულია დაგეგმვამდე გადაღებული კტ-დან მიღებული ციფრული რეკონსტრუქციული რადიოგრაფიული მონაცემების და მკურნალობის დაწყებამდე მიღებული 2 განზომილებიანი რადიოგრაფიული მონაცემების  ერთმანეთზე დალაგებაზე, რადიაციული სხივის გამოსახულების სისტემა, რობოტული მანიპულატორი და ავადმყოფის საწოლის სტრუქტურა,  ოთახის შიგა კოორდინატები მანამდე აღწერილი დ დაზუსტებულია, ამიტომ  აღნიშნული სხივის მიმართულება სწორია. ეს სისწორე მკურნალობის დაწყებამდე დაგეგმვის სისტემაშიც კონტროლდება.

მკურნალობის პროცესის დროს რობოტი დაგეგმილ სამიზნე კვანძისკენ მოძრაობს. ამ დროს  გამოსახულების მიღება, სამიზნეს ლოკალიზაცია და სხივების მიმართულების გასწორების პროცედურა გრძელდება. ეს ჩვეულებრივ  30-60 წამში ერთხელ ხდება, თუმცა  მომხმარებელს სურვილისამებრ მოდიფიკაცია შეუძლია. რობოტული  მოძრაობის დაგეგმილი საზღვრების გარეთ გასვლის შემთხვევაში დასხივება  შეჩერდება და ახალი პოზიციის შექმნის რეკომენდაციას იძლევა,  ამ შემთხვევაში რობოტული საწოლი მოძრაობას იწყებს.

მკურნალობის შემდეგ ავადმყოფები ხანმოკლე დროის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ არიან და იგივე დღეს ეწერებიან.  დამატებითი ჩარევა და ან  მედიკამენტის გამოყენება საჭირო არ არის. პროცედურის შემდეგ, პერიოდულად  ყველა ავადმყოფს უკეთდება საკონტროლო  კტ/მრტ საკონტროლო გაკვლევა.

Gamma Knife / გამა დანა ეს არის რადიოქირურგიული აპარატი, რომელიც სტერეოტაქტიკური მეთოდების გამოყენებით კობალტი 60-ის ბირთვებიდან გავრცელებულ  გამა სხივების განსაზღვრული სამიზნისკენ ფოკუსირებას და  ირგვლივ მდებარე ნორმალური ქსოვილების მინიმალურად დასხივებას, დაზოგვას უზრუნველყოფს,  სამიზნე წერტილს  კი ეფექტური დოზით  ერთჯერად ასხივებს.  გამოიყენება მხოლოდ ქალას შიგნით არსებულ დაზიანებებზე.

რადიოთერაპიისგან ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა არის ის, რომ ერთჯერადად მაღალი დოზით დასხივებას და ამავე დროს ნორმალური ქსოვილების დაზოგვას უზრუნველყოფს.

გამა-დანის რადიოქირურგიული მეთოდის წყალობით ბევრი ავადმყოფისთვის  ღია ქირურგიული ჩარევის საჭიროება მოიხსნა,   ბევრისთვის კი საიმედო და  ეფექტური მკურნალობის  საშუალება გაჩნდა.

რადიოქირურგია პირველად  კაროლინსკას ინსტიტუტში, ნეიროქირურგ ლარს  ლეკსელის მიერ 1951 წელს იქნა აღწერილი. პირველი რადიოქირურგიული  მკურნალობა 1968 წელს განხორციელდა და  ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, როგორც პროგრამული, ასევე ტექნიკური წინსვლით უფრო მეტად გამოყენებადი გახდა. მტკიცებულების დონე გაიზარდა და მთელს მსოფლიოში  სასურველი, აჩევადი მკურნალობის მეთოდი გახდა.

ჩვენს ქვეყანაში ნეირორადიოქირურგიის განვითარება დაახლოებით 20 წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ნეირორადიოქირურგიული მეორე ცენტრი 2004 წელს,  ანკარას გაზის უნივერსისტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ნეიროქირურგიის მთავარ დეპარტამენტში, ექ. პროფ. აიდინ  ფაშაოღლუს მხრიდან დაარსდა,  აღნიშნულ ცენტრში არსებული მოდელი გამა დანის  ,,C,, მოდელს წარმოადგენს.  2014 წელს  გამა დანის Perfexion  მოდელი დამონტაჟდა  და ცენტრმა  უფრო მაღალი ტექნოლოგიებით მუშობა გააგრძელა. 2020 წლის მონაცემებით   9000-ზე მეტ ავადმყოფს მკურნალობა წარმატებით ჩაუტარდა.

გამა-დანა არის  მთელს მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში თავის ტვინის დაავადებათა მკურნალობის საიმედო და ეფექტური მკურნალობის მეთოდი, აღნიშნულის მტკიცებულებას წარმოადგენს როგორც  1 მილიონზე მეტი ავადმყოფის მაგალითი,   ასევე  უამრავი სტატიის  (15.000- ზე მეტი) მონაცემი. გამა-დანამ  ბევრი დაავადების  ღია ქირურგიული მკურნალობა სრულად ჩაანაცვლა, ბევრი დაავადების დროს კი ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად დამხმარე მეთოდად არის აღიარებული.

დღემდე, ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად ხდება გამა დანის აპარატების მნიშვნელოვანი დახვეწა და შეცვლა, თუმცა ძირითადი სამუშაო პრინციპი და აზრი უცვლელია.

გამა-დანა 0.1 მმ ცდომილების წილით უზრუნველყოფს  სამიზნე ლოკალიზაციაზე  სპეციფიკური 3 განზომილებიანი მკურნალობის განხორციელებას.  მკურნალობის ხანგრძლივობა დოზის და დასხივების სამიზნე  მოცულობის მიხედვით იცვლება.

მკურნალობის შემდეგ ავადმყოფები რამდენიმე საათი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან და შემდეგ ეწერებიან.

სამკურნალო პროცედურის დროს ლოკალური ანესთეზიის ქვეშ  ხდება  ჩარჩოს დაფიქსირება და სისხლძარღვების ვენური სისტემის გახსნა,  სხვა რაიმე ქირურგიული  ან მსგავსი ჩარევა და ან სპეციალური მედიკამენტის გამოყენება საჭირო არ არის.

მკურნალობის შემდეგ ავადმყოფები პერიოდულად მრტ კონტროლს გადიან, დაკვირვების ქვეშ არიან.

გამა -დანის სისტემა

გამა-დანა 5 ცალკეული განყოფილებისგან  შედგება.

  1. დასხივების განყოფილება: როგორც ზემოთაა აღნიშნული, სხვადასხვა მოდელი სხვადასხვა რაოდენობით კობალტის წყაროს შეიცავს. Perfexion და Icon -ის გარდა სხვა მოდელებზე  ნახევარსფეროში მოთავსებულია 201 ცალი კოლიმატორი და მათი შესაბამისი კობალტის წყაროები, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ  ნახევარსფეროს ცენტრალური წერტილი სამიზნე იყოს.
  2. კოლიმატორის სისტემა: კოლიმატორები ქსოვილზე მიმართული დასხივების მიერ წარმოქმნილ მოცულობას არეგულირებენ. კოლიმატორის სისტემის წყალობით  დაზიანების ფორმის შესაბამისი სპეციფიკური რადიაციული არეალების, მიდამოების დაგეგმვა-პროგრამირებაა შესაძლებელი.  Perfexion და Icon-ში  კოლიმატორის სისტემა სექტორულ რელსებზეა მოთავსებული.
  3. პაციენტის გადამზიდავი- ეს არის სპეციალური მოწყობილობა, გადამზიდავი საწოლი, რომელზეც ავადმყოფს დააწვენენ და დასხივების (რადიაციულ) განყოფილებაში  ავტომატურად გადაჰყავთ.
  4. სტერეოტაქტიკური ჩარჩო: ამ დროს გამოიყენება ლექსელის სტერეოტაქტიკური ჩარჩო. აღნიშნული ჩარჩო ლოკალური ანესთეზიის ქვეშ თავზე ფიქსირდება.  ჩარჩო ერთგვარად მმართველის როლს ასრულებს და  საჭირო დასხივების წერტილების რაოდენობრივი კოორდინატების (X, Y, Z ღერძებში)განსაზღვრას უზრუნველყოფს. ჩარჩო გაშუქებამდე (რადიოლოგიურ გამოსახულების მიღების წინ) ფიქსირდება და მკურნალობის ბოლომდე ავადმყოფთან  რჩება.  ამ  ჩარჩოზე  კტ, მრტ და DSA- სთვის (ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია) მახასიათებელი თვისებების მატარებელი სხვადასხვა  ყუთებია  დამონტაჟებული.
  5. მკურნალობის დაგეგმვა-პროგრამირების სისტემა: ავადმყოფის კტ, მრტ და ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფიის გამოსახულებები სისტემაში ჩაიტვირთება და შემდეგ ხდება სამკურნალო სამიზნე ლოკალიზაციის და განსახორციელებელი დოზის განსაზღვრა. ეს არის ცალკე კომპიუტერული სისტემა, რომელიც  სამკურნალო გეგმას გადასცემს მკურნალობის განყოფილებას. 

Gamma Knife- გამა დანით  მკურნალობის სისტემის ეტაპები

გამა-დანის მეთოდით  მკურნალობა  არ საჭიროებს საავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას, აღნიშნული მკურნალობა პოლიკლინიკურ პირობებში, 2-3 საათის განმავლობაში ხორციელდება. ეს არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც იწყება ჩარჩოს დაფიქსირებით და საჭირო დოზის მიცემით. მკურნალობა შეიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. სტერეოტაქტიკური ჩარჩოს დაფიქსირება
  2. ნეირორადიოლოგიური გამოკვლევა: ჩარჩო დაფიქსირებულია ავადმყოფზე და ამ დროს ხდება   კტ, მრტ და ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფიული გადაღებები.
  3. დოზის დაგეგმვა, პროგრამირება: სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით წყალობით კტ, მრტ და ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფიული სტერეოტაქტიკური  გამოსახულებები პირველად პროგრამირების კომპიუტერში ჩაიტვირთება, შემდეგ სამიზნე ქსოვილი განისაზღვრება და განსახორციელებელი დოზა  სამიზნის ფორმის შესაბამისად გამოითვლება, ამავე დროს იზომება მეზობელი კრიტიკული სტრუქტურების მიერ მიღებული დოზა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია  პროგრამაში საჭირო ცვლილებების შეტანა, ეს კი უსაფრთხოების ხარისხს მატებს. სისტემაში მრავალი ავტომატური მართვის სისტემაა დამონტაჟებული, რომლებიც აკონტროლებს და აღადგენს ოპერატორის ან სისტემის შეცდომებს.
  4. დოზის განხორციელება: სამკურნალო პროცედურა პროგრამირების კომპიუტერიდან სამკურნალო განყოფილებაში გადატანილი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დასხივების (რადიაციის) დროს ტკივილი არ იგრძნობა.

რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გამა -დანით რადიოქირურგიული მკურნალობა?

გამა-დანით რადიოქირურგიული მკურნალობა თავის ქალის შიგნით არსებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობის დროს გამოიყენება, მაშინ როცა სიმსივნე  ნერვულ სისტემაზე კომპრესიას (უხეშად რომ ვთქვათ, 3-4 სმ-ზე ნაკლები ზომისაა)არ იწვევს.

-მენინგეომა

-ვესტიბულური/ტრიგემინალური შვანომა

-ჰიპოფიზის ადენომა

-კრანიოფარინგეომა

-მეტასტაზი

-გლიალური სიმისვნეები

-ჰემანგიობლასტომა

-ქორდომა

-Glomus jugulare

თავის  ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები

-არტერიოვენური მალფორმაცია

-კავერნომა

-კავერნოზული სინუსის ჰემანგიომა

-ტრიგემინალური ნევრალგია

-პარკინსონის დაავადება და ტრემორი

-ობსესიური კომპულსიური აშლილობა