Cyberknife / კიბერ დანა
Cyberknife / კიბერ დანა

Cyberknife / კიბერ დანა ეს არის სამკურნალო რადიო-ქირურგიული აპარატი, რომელიც ხაზოვანი ასაჩქარებლის გამოყენებით რენტგენის სხივების გარკვეულ სამიზნე ლოკალიზაციაზე ფოკუსირებას უზრუნველყოფს.
გამა დანისგან განსხვავებით, კიბერ დანის დროს გამოიყენება ნიღაბი და არა ჩარჩო, მკურნალობისთვის შესაძლებელია ერთზე მეტი სეანსის ჩატარება და მისი გამოყენება თავის გარდა სხეულის სხვა ნაწილებზეც შეიძლება. იმის გამო, რომ თავზე ჩარჩოს დაფიქსირება არ ხდება, მკურნალობაზე სენსიტიურობა, მგრძნობელობა (<1 მმ) გამა დანის მსგავსი არ არის, თუმცა უზრუნველყოფს მკურნალობის საიმედო დონეს და ხარისხს. CyberKnife -კიბერ დანით მკურნალობის პროცესიის დროს ხდება გამოსახულებითი საშუალებებით სამიზნე ლოკალიზაციის ზუსტი დადგენა და გზამკვლევი სისტემისა და რობოტული სისტემის კომპიუტერული კონტროლით გაერთიანება, კომბინაცია, ეს კი სიმსივნეების მაღალი ხარისხის მგრძნობელობით დასხივებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული რობოტული მოწყობილობა კოორდინაციას უწევს სისტემაში აღებული რადიოგრაფიული მონაცემებიდან მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ადრე გადაღებული კტ გამოსახულებებიდან ახდენს თავის ქალის სამგანზომილებიან რეკონსტრუქციას. ამასთანავე, რადიოქირურგიისთვის სრულად განახლებული რადიაციის წყარო ამ სისტემაში არის ინტეგრირებული.აღნიშნული რადიაციის წყარო საკმაოდ მსუბუქი, 6 MV ხაზოვანი ასაჩქარებელია და რობოტის საშუალებით 6 სხვადასხვა კოორდინატის ღერძზე შეუძლია მოძრაობა. 2001 წელს მიღებული იქნა FDA ლიცენზია და სხეულის ყველა ნაწილზე გამოყენების საშუალება გახდა.
კიბერ დანამ- უფრო მეტი სამკურნალო სეანსის განხორციელება და უფრო დიდი მოცულობის სიმსივნეებზე რადიოქირურგიული მკურნალობის ჩატარება უზრუნველყო.
კიბერ-დანით სამკურნალო პროცედურა
მკურნალობის დაგეგმვა
მკურნალობის დაგეგმვის პროცედურა ავადმყოფისთვის საჭირო ერთი და ან მეტი 3 განზომილებიანი კტ/მრტ გამოსახულებების მიღებით იწყება. აღნიშნული გამოსახულებები აპარატის დაგეგმვის სისტემაში გადაეცემა და ექიმის მხრიდან ხდება სამიზნე მოცულობის/მოცულობების და რისკის ქვეშ მყოფი ორგანოების შეფასება. დადგინდება განსახორციელებელი სამკურნალო დოზა და სისტემაში ჩაიტვირთება.
მკურნალობის განხორციელება
რადიოაქტიური სხივების გასწორების, მიმართულების მიცემის პროცედურა დაფუძნებულია დაგეგმვამდე გადაღებული კტ-დან მიღებული ციფრული რეკონსტრუქციული რადიოგრაფიული მონაცემების და მკურნალობის დაწყებამდე მიღებული 2 განზომილებიანი რადიოგრაფიული მონაცემების ერთმანეთზე დალაგებაზე, რადიაციული სხივის გამოსახულების სისტემა, რობოტული მანიპულატორი და ავადმყოფის საწოლის სტრუქტურა, ოთახის შიგა კოორდინატები მანამდე აღწერილი დ დაზუსტებულია, ამიტომ აღნიშნული სხივის მიმართულება სწორია. ეს სისწორე მკურნალობის დაწყებამდე დაგეგმვის სისტემაშიც კონტროლდება.
მკურნალობის პროცესის დროს რობოტი დაგეგმილ სამიზნე კვანძისკენ მოძრაობს. ამ დროს გამოსახულების მიღება, სამიზნეს ლოკალიზაცია და სხივების მიმართულების გასწორების პროცედურა გრძელდება. ეს ჩვეულებრივ 30-60 წამში ერთხელ ხდება, თუმცა მომხმარებელს სურვილისამებრ მოდიფიკაცია შეუძლია. რობოტული მოძრაობის დაგეგმილი საზღვრების გარეთ გასვლის შემთხვევაში დასხივება შეჩერდება და ახალი პოზიციის შექმნის რეკომენდაციას იძლევა, ამ შემთხვევაში რობოტული საწოლი მოძრაობას იწყებს.
მკურნალობის შემდეგ ავადმყოფები ხანმოკლე დროის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ არიან და იგივე დღეს ეწერებიან. დამატებითი ჩარევა და ან მედიკამენტის გამოყენება საჭირო არ არის. პროცედურის შემდეგ, პერიოდულად ყველა ავადმყოფს უკეთდება საკონტროლო კტ/მრტ საკონტროლო გაკვლევა.