გლიალური სიმსივნეები

გლიალური სიმსივნეები

გლიალური სიმსივნეები (ასტროციტები)
    • გლიალური სიმსივნეები ტვინში მდებარე გლიალური უჯრედებიდან (ასტროციტებიდან) წარმოშობილ ფართო ჯგუფის სიმსივნეებს მოიცავენ. ტვინში წარმოშობილ მეორე ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეებს წარმოადგენენ. იმასთან ერთად, რომ იგი გვხვდება თითქმის ყველა ასაკსა და რეგიონში, მას უფრო ხშირად 30-40 და 60 წელს გადაცილებულ ასაკში ვხვდებით. თავის ტკივილის, კრუნჩხვების (ეპილეფსიის დროს განვითარებული გონების დაკარგვის, კრუნჩხვების მსგავსად), სხეულის ერთი მხარის დაბუჟების, ძალის დაკარგვის, ძილიანობის, მოქმედებების შენელების, ქცევისა და პიროვნულობის ცვლილებების, საუბრის დარღვევების მსგავსი სიმპტომებით ვლინდება.
    • ძირითად სადიაგნოსტიკო საშუალებას წარმოადგენს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია.
    • დაბალი და მაღალი ხარისხის მქონე ორ კლასად შეიძლება დავყოთ. ბოლო წლების მოლეკულურმა და გენეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სიმსივნის ეს ტიპი სხვადასხვა პაციენტებში სხვადასხვა გენეტიკურ მახასიათებლებს შეიცავს და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის სპეციფიკურ მიდგომებს მოითხოვს.
    • მაღალი კატეგორიის სიმსივნეები
      წარმოადგენენ საშიშ სიმსივნეებს, რომლებიც უფრო სწრაფად იზრდებიან და ადრეული ჩარევა თუ არ მოხდება სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. ვინაიდან მაღალი ხარისხის სიმსივნეებში რეციდივის შესაძლებლობა მაღალია, თუ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და სიმსივნის ზომა შესაფერისია, საჭიროა ოპერაციის შემდგომ რადიოთერაპია (სხივური თერაპია) და ქიმიოთერაპია (წამლის თერაპია) ჩატარდეს. ქირურგიული მკურნალობის მიზანია სიმსივნის მაქსიმალურად ამოღება პაციენტის კლინიკური სურათის დარღვევის გარეშე. პაციენტებში, სადაც ამის მიღწევა ხდება, შეიძლება შემცირდეს რეციდივის სიჩქარე და გაიზარდოს რეციდივის განვითარების დრო.
    • დაბალი კატეგორიის სიმსივნეები
      შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ და იგივე ზომაზე დარჩნენ ანდა ძალიან ნელა გაიზარდნონ. რადგანაც ამ სიმსივნეების უმრავლესობა თუნდაც ნელა, მაგრამ მაინც იზრდებიან, მაღალია ალბათობა ტვინში კრიტიკულ წერტილამდე მივიდნენ, ძალიან დიდ ზომებს მიაღწიონ და კიბოდ გადაიქცნენ, რის გამოც პირველ რიგში ქირურგიული ჩარევა არის საჭირო. ძალიან საშიშ ადგილას მდებარე, მცირე ზომის სიმსივნეების დროს უფრო იშვიათად ბიოფსიის შემდეგ შესაძლებელია რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია იქნეს გამოყენებული.
  • დღევანდელი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების წყალობით, როგორიცაა ინტრაოპერაციული MRI (MRI, რომლის გადაღებაც შეიძლება ოპერაციის დროს), ნეირონავიგაცია (ფლუორესცენტული ქირურგიული მიკროსკოპის, ულტრასონოგრაფია), ამ ტიპის სიმსივნეების ამოღება უფრო უსაფრთხოდ და უფრო წარმატებულად ხდება, ვიდრე ადრე.

ოპერაციის წინა MRI გამოსახულება



ოპერაციის მიმდინარეობისას გადაღებული MRI-სა და ოპერაციის შემდგომ გადაღებული MRI-ს გამოსახულებებში ჩანს რომ სიმსივნე სრულად არის ამოღებული.